საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება.
„დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.