ფერმერების პროტესტის გამო ასზე მეტი სატვირთო მანქანა მოლდოვასა და რუმინეთს შორის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან არის გაჩერებული
ფერმერების პროტესტის გამო ასზე მეტი სატვირთო მანქანა და ასზე მეტი მგზავრი მოლდოვასა და რუმინეთს შორის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან არის გაჩერებული.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ პროტესტი ამ ფორმით და პატივი სცენ სხვა მოქალაქეების უფლებებს.
ფერმერთა ძალაუფლების ასოციაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია გამართა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, მათ შორის ლეუსენის გამშვებ პუნქტთან.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მათ პრობლემებზე რეაგირებას და, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე ფერმერებისთვის, რომლებიც, მათი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, კომპენსაციას ითხოვენ.
იანვრის დასაწყისში რუმინელმა ფერმერებმა და გადამზიდავებმა გადაკეტეს გამშვები პუნქტები მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე.