UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია.
„დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა. სად ხარ, მაკნაგეთს?“, – დაწერა ფერგიუსონმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
UFC-ის ლეგენდებს ახლა კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ აქვთ. თავის ბოლო ბრძოლაში 37 წლის ტონი ფერგიუსონი ბენიელ დარიუშმა დაამარცხა, ხოლო 33 წლის მაკგრეგორი – დასტინ პორიემ.
ამერიკელის ანგარიშზე 25 მოგება და ოთხი მარცხია, ირლანდიელმა კი კარიერაში 22-ჯერ გაიმარჯვა და მარცხი ხუთჯერ იწვნია.