ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი ერაყს ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი ერაყს ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ომის შემდეგომი ერაყის აღდგენის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, ქუვეითის დედაქალაქში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს.
ფედერიკა მოგერინის განცხადებით, 400 მილიონიანი დაფინანსების გარდა, ცალკეული ევროპული სახელმწიფოები ქვეყანას დახმარებას გაუწევენ.
ფორუმის დასასრულს ცნობილი გახდება იმ თანხის ოდენობა, რასაც მასში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაზარალებული ერაყის აღსადგენად გამოყოფენ.
ცოტა ხნის წინ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ომის შემდგომი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენას 55-დან 100 მილიონამდე დოლარი დასჭირდება.