შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ფემიციდის საკითხი შსს-სთვის პრიორიტეტულია. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი ფემიციდის ცალკე გატანას არ ითვალისწინებს, რათა არ იყოს მიღებული დისკრიმინაციული კანონპროექტი.
„მთავრობას კანონპროექტი უკვე წარვუდგინეთ. დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული, როგორც გენდერული ნიშნით, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსში. საუბარია მათ შორის მკვლელობაზე. ჩვენი კანონპროექტი ფემიციდის ცალკე გატანას არ ითვალისწინებს, რადგან არ გვინდა, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც იქნება დისკრიმინაციული – გენდერული ნიშნით მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად შემოტანა. ეს საკითხი მთავრობას უკვე წარედგინა და პარლამენტში განსახილველად მალე გადაიგზავნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.