ფეხსაცმლის ქუსლში დამონტაჟებული განათება ორლის აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი გახდა
საფრანგეთში, ორლის აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მაროკოში მიმავალი მგზავრის ბარგი გახდა.
უსაფრთხოების სამსახურმა ხელბარგში საეჭვო მოწყობილობა დააფიქსირა. მოგვიანებით, ადგილზე მობილიზებულმა გამნაღმველებმა გაარკვიეს, რომ მოწყობილობა, რომელიც განგაშის მიზეზი გახდა, ფეხსაცმლის ქუსლში მოდურ აქსესუარად დამატებული განათების ელემენტია. ფეხსაცმლის მფლობელი ერთ-ერთი ცნობილი მოდის ჟურნალის თანამშრომელი აღმოჩნდა. ინციდენტის გამო, რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა.