ფეხბურთში 19 წლამდელ გოგონათა ნაკრები რიგაში ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს
ქართველმა გოგონებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყეს. მზადების ფარგლებში, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 6 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება, სადაც 7 და 9 სექტემბერს ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებს ორჯერ შეხვდება.
19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ უახლოესი მატჩებისთვის გუნდში 18 მოთამაშე გამოიძახა. გუნდი 29 აგვისტოდან სასტუმრო „მოხალისეშია“ დაბინავებული და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
მეკარეები: თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი)
მცველები: მარიამ ჯანიკაშვილი (თბილისის თბილისი), მარიამ კალანდაძე (ქსკ ლანჩხუთი), ანა ჯოჯუა (ქსკ ლანჩხუთი), ელენე რაუხი (თბილისის თბილისი), ანი მინაძე (თბილისის თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ქსკ ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ანა წულაია (კოლხეთი, ხობი), ანა გაბედავა (სამეგრელო 2017, ჩხოროწყუ), სოფიკო ნარსია (ნიკე, თბილისი), ქრისტინე კენჭოშვილი (თბილისის თბილისი), ამალია ხანდაზიანი (ნიკე, თბილისი), მეგი ეჯიბია (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელი: ნათელა წოწერია (ქსკ ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (თბილისის თბილისი).
19-წლამდელ გოგონათა საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. თამაშები 2, 5 და 8 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში შოტლანდია უმასპინძლებს.