ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს უილ სმიტი, ნიკი ჯეიმი და ერა ისტრეფი შეასრულებენ
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი პარასკევს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ bbc ავრცელებს. სიმღერას ამერიკელი მომღერალი უილ სმიტი ასრულებს, მას პარტნიორობას უწევენ ნიკი ჯეიმი და მომღერალი ერა ისტრეფი.
მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს რუსეთში გაიხსნება.
ყველა დროის ყველაზე პოპულარული სპორტული მოვლენის ჰიმნის შესრულება დიდ პატივად ითვლება. ბოლო წლებში ეს პატივი შაკირას და რიკი მარტინის ერგოთ .