ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა აკადემიაში სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო
ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა აკადემიაში სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო.
სემინარები სამი დღის განმავლობაში გაიმართება და ის თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ ვარჯიშებს მოიცავს.
მსაჯთა აკადემია საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიხსნა, რომელიც კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.
პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. მსაჯის პროფესიას შვიდი გოგონა დაეუფლება.