ფეხბურთის ფედერაცია სეზონს 27 დეკემბერს შეაჯამებს
ფეხბურთის ფედერაცია სეზონს 27 დეკემბერს შეაჯამებს

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებასა და დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

2017 წლის საუკეთესოების გამოსავლენად საფეხბურთო სამყარო ვარდების მოედანზე მდებარე მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ 27 დეკემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბება.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე ამ სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ.

ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, წელს ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონიაც შედგება – “GFF AWARDS”-ის პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.