ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ორი შეხვედრა 5 მარტისთვის გადაიდო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას „მშვიდობა ომზე“ მეტია, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა, ლოკომოტივისა და სამტრედიას მატჩი და ასევე თბილისის დინამოსა და რუსთავის შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს, 5 მარტს.
ორშაბათის კალენდარი ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 5 მარტი, 2018
ლოკომოტივი – სამტრედია 15:30
დინამო თბ. -რუსთავი 18:00
საბურთალო – სიონი 20:00