ფეხბურთის ექიმებისთვის ფეხბურთის ფედერაციაში ახალი პროგრამა ამოქმედდა
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემის – სამედიცინო მომსახურების მოგვარების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდმა ერთობლივი პროექტი – „ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამა“ წამოიწყეს. პროექტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყო.
ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ექიმებისთვის სპეციალური კურსები ტარდება. სამდღიან კურსებს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ვარძუკაშვილი უძღვება.