"ფეხბურთი ცირკია, ჩვენ ჯამბაზები და მასხარები ვართ" - ჯანლუიჯი ბუფონის გამონათქვამები
ჯანლუიჯი ბუფონის ცნობილი გამონათქვამები:
– შეიცვალეთ ამპლუა. არ გახდეთ მეკარეები. დაფიქრდით: ხელებით ეჩრებით თამაშში, სადაც ფეხებს იყენებენ.
– მეკარე გავხდი მოწყენილობის, ცნობისმოყვარეობისა და განდიდების მანიის გამო.
– იმისთვის, რომ მეკარე გახდე, ცოტათი მაზოხისტი და ეგოცენტრიკი უნდა იყო. ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი – აუცილებლად გაუშვებ გოლებს.
– როცა კარიერას ვიწყებდი, არც ერთი მეკარე არ თამაშობდა მოკლე სახელოებით. ახლა ამას ყველა აკეთებს. მე ვარ მოდის კანონმდებელი.
– ვისწავლე სისულელეების იგნორირება. მაგალითად, როცა ჟურნალისტი, გულშემატკივარი და მწვრთნელიც კი, რომელიც მეკარე არასოდეს ყოფილა, ხედავენ, რომ მაღალი ბურთი მოფრინავს და ამბობენ, რომ კარიდან უნდა გამოვსულიყავი, სიცილს ვიწყებ. რადგან კარგად მესმის, რა სისულელეს ამტკიცებენ.
– სულ უფრო ცოტა დიადი მეკარე რჩება. წარსულისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, დღეს მეკარეებმა უნდა აკეთონ გაცილებით მეტი, ვიდრე ძველ დროში.
– ავირჩიე ნომერი 88 იმიტომ, რომ ოთხ კვერცხს მაგონებს. ჩვენთან იტალიაში კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა კვერცხები გაქვს. რიცხვი “88”-ის სხვა მნიშვნელობა არ ვიცი.
– სერია A ძალიან ჩამორჩება ლა ლიგასა და პრემიერლიგას.
– როცა სერია B-ში ვთამაშობდით, ნაკლები სექსი მქონდა. ბევრი სხვა საქმით ვიყავი დაკავებული.
– არც ერთ “სკუდეტოს” არ გავცვლიდი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში. ჩემპიონთა ლიგა – აკვიატებული იდეა არ არის.
– ბოლო პეროიდში, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 12 წელიწადში ერთხელ გადის. იმედია, 2018 წელს იქ ვიქნებით.
– იტალიის ნაკრებს მამაკაცები სჭირდება და არა სახეები Panini-ს სტიკერებიდან.
– ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ნოიერი. ის ახალგაზრდაა და უფრო მაღალი კლასის.
– ხუთჯერ ვითამაშე გერმანიის წინააღმდეგ და არც ერთხელ არ წავაგე. ასეთებიც ხდება.
– დღემდე მრცხვენია მშობლების იმის გამო, რომ დიპლომი ვიყიდე. ჩემი მშობლები პროფესორები არიან.
– ჩემი მთავარი ნაკლი – ღორმუცელობაა. ვცდილობ საკუთარი თავი ვაკონტროლო, რადგან სპორტსმენი ვარ, მაგრამ კვირაში ერთხელ ღორს ვემგვანები და ვჭამ, როგორც ნორმალური ადამიანი.
– ჩემი რჩევა მათ, ვისაც პენალტის მოგერიება სურს: არ გაინძრეთ ადგილიდან ბოლო წამამდე.
– ფანებს არ აინტერესებთ, რას გრძნობ. ყველა გიყურებს, როგორც ფეხბურთელს, როგორც კერპს. არავინ გაგაჩერებს და გკითხავს: “ეი, როგორ მიდის ცხოვრება?”
– ადრე მეგონა, რომ ფსიქოლოგები არიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, გძარცვავენ. ახლა, სხვანაირად ვფიქრობ. ევრო 2004-ის წინ, დეპრესია მქონდა. დიდი ხანი დავდიოდი ფსიქოლოგთან და როცა ვწვალობდით დანიასთან და პორტუგალიასთან, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც იცინოდა.
– შესაძლოა, მე ვარ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ავტომობილები არ აინტერესებს. ჩემი Lancia Y ყველგან მიმიყვანს, სადაც მოვისურვებ.
– ვაღიარებ, რომ უზრდელი ვარ – მის გარეშე არ იქნებოდა ჩემი იუმორის გრძნობა. ინტელექტი ყოველთვის უნდა იყოს გამყარებული ირონიით. თუ ეს ასე არ არის, მონოტონური და მოსაწყენი ხდები.
– ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. მიხარია, რომ მოკლე სამუშაო დღე მაქვს.
– ათასობით მომენტი ცხოვრებაში, ყოველთვის შეიძლება ერთამდე დაიყვანო. ჩემს შემთხვევაში ეს მომენტია, როცა ბურთის შეჩერებას ვცდილობ.
– ადამიანებს აღიზიანებთ, როცა ბევრს ვყვირი. ისინი ფიქრობენ, რომ ამ დროს კამერაზე ვმუშაობ. მაშ ასე: მე ამას მართლა ვაკეთებ კამერისთვის, რადგან ფეხბურთი – ცირკია, ჩვენ – ჯამბაზები და მასხარები ვართ.
– კარს დავიცავ იქამდე, სანამ ჩემი ფეხები, თავი და გული მომცემენ ამის საშუალებას.