„ფეისბუქმა“ წაშალა ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელში „სამოქალაქო ომის დაწყების მოწოდებებს“ ავრცელებდა
„ფეისბუქმა“ წაშალა ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელში „სამოქალაქო ომის დაწყების მოწოდებებს“ ავრცელებდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიული პარტია არჩევნების შედეგების მოპარვას ცდილობს.
ჯგუფის წევრები ძალადობის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ, სადაც „სამოქალქო ომზე“ და „რევოლუციაზე“ იყო საუბარი.
როგორც „ფეისბუქის“ მესვეურები აცხადებენ, ჯგუფში, რომელიც 4 ნოემბერს შექმნეს, 330 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული. ამ ჯგუფის წევრები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად გამოცხადების შემთხვევში ქუჩაში გასულიყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფის წევრებს ურჩევდნენ, შეიარაღებულიყვნენ და დაეხოცათ პოლიტიკური ოპონენტები.