ირანში განვითარებულ მოვლენებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი ეხმაურება.
მოგერინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს, ძალადობის გაზრდას და ადამიანების სიცოცხლის მიუღებელ დანაკლისს.
”ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ადამიანის უფლებები ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არა არის”, – აცხადებს ფედერიკა მოგერინი.
განცხადების თანახმად, ბოლო დღეებში ევროკავშირი ირანის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა. ორგანიზაცია ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალადობისგან და გარანტირებული იყოს გამოხატვის თავისუფლება.
“ევროკავშირი აგრძელებს მოვლენებზე დაკვირვებას”, – ვკითხულობთ ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.