ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების წინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
მან მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, მოგერინიმ ცქიტიშვილს განუცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რომელზეც სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.