ფედერიკა მოგერინი - ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ბირთვული შეთანხმების დატოვებით, მას ვერ გააუქმებს
ფედერიკა მოგერინი - ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ბირთვული შეთანხმების დატოვებით, მას ვერ გააუქმებს

ევროკავშირი მზადაა, ირანთან ბირთვული შეთანხმების დაცვა უზრუნველყოს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეთანხმება დატოვა, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეთანხმებიდან გასვლით, ამ შეთანხმების განადგურება არ შეუძლია.

„ეს არ არის ორმხრივი შეთანხმება, ეს არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

15 მაისს ბრიუსელში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მათი საუბრის მთავარი თემა ირანთან ბირთვული შეთანხმების მომავალი იქნება.