როჯერ ფედერერმა უნიკალური რეკორდი დაამყარა: შვეიცარიელს სპორტის ისტორიაში ყველაზე მეტი საპრიზო აქვს მიღებული
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ორი მატჩი მოიგო და გაინაღდა ნახევარფინალში თამაში. მეორე ტურში გერმანელი ალექსანდრ ზვერევის დამარცხების (7:6, 5:7, 6:1) შემდეგ, ფედერერი სპორტის ისტორიაში ლიდერი გახდა კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხის ოდენობით.
როჯერმა ამ რეიტინგში გაუსწრო ლეგენდარულ ამერიკელ გოლფისტს ტაიგერ ვუდსს. შვეიცარიელის ანგარიშზე 110 235 682 დოლარი მოდის, ვუდსმა კი გოლფის პროფესიულ ტურში 110 061 012 დოლარი გამოიმუშავა.