ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთ გუნდში ითამაშებენ
ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთ გუნდში ითამაშებენ

ცნობილი გახდა როდ ლეივერის თასის 2018 წლის გათამაშების მონაწილეთა შემადგენლობა. ტურნირი წელს მეორედ გაიმართება.

ევროპის ნაკრებში ითამაშებენ: როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი), დავიდ გოფენი (ბელგია), კაილ ედმუნდი (ბრიტანეთი).

გუნდის კაპიტანი იქნება შვედი ბიორნ ბორგი, ვიცე-კაპიტანი – მისი თანამემამულე ტომას ენკვისტი.
მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში შევიდნენ: ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგენტინა), კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა), ჯონ ისნერი (აშშ), ჯეკ სოკი (აშშ), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ნიკ კირგიოსი (ავსტრალია).

კაპიტნად და ვიცე-კაპიტნად დანიშნულები არიან ძმები მაკინროები – ჯონი და პატრიკი.

ლეივერის თასი 21-23 სექტემბერს ჩიკაგოში გაიმართება. ტურნირის პირველი ჩემპიონი გახდა ევროპის ნაკრები, რომლის რიგებშიც თამაშობდნენ რაფაელ ნადალი, ფედერერი, ზვერევი, მარინ ჩილიჩი, დომინიკ ტიმი და ტომაშ ბერდიხი.