ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, დონალდ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე
ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, დონალდ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე

ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.

სასამართლოს დადგენილებით, პრეზიდენტის იმუნიტეტი, რომელიც იცავდა დონალდ ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტად მსახურობდა, აღარ იცავს მას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო დევნისგან. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო.

დონალდ ტრამპის ადვოკატებს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლიათ, რომლის წევრი ცხრა მოსამართლიდან ექვსი კონსერვატორია.

თავდაპირველად, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დაწყება 4 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა მისი დაწყება გადაიდო.

დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ წაყენებულ არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და იუსტიციის დეპარტამენტსა და ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.