FBI-მ „ისლამური სახელმწიფოსთვის” პირების გადაბირების ბრალდებით, 45 წლის ქალი დააკავა
FBI-მ „ისლამური სახელმწიფოსთვის” პირების გადაბირების ბრალდებით, 45 წლის ქალი დააკავა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის” პირების გადაბირების ბრალდებით, ვისკონსინის შტატში 45 წლის ქალი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჰიბა ისა დაისი სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ე.წ. ექაუნთებს ჰაკერული გზით ითვისებდა და ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისა და გადაბირებისთვის იყენებდა.

ასევე აქვეყნებდა დეტალურ ინსტრუქციებს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის, ბიოლოგიური იარაღისა და ე.წ. „შაჰიდის ქამრების” დასამზადებლად.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.