ფაშიზმზე გამარჯვების დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის 30 ვეტერანია. თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად 500 ლარი გადასცა.