ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელი ვეტერანთა პარკში [ფოტო]
15:35, 09.05.2022
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში. ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 173 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.