ფაშინიანის პრესმდივნის ინფორმაციით, კორნიძორში საკონტროლო გამშვები პუნქტი სომეხი ეროვნების 20 270-მა ადამიანმა გადაკვეთა
ფაშინიანის პრესმდივნის ინფორმაციით, კორნიძორში საკონტროლო გამშვები პუნქტი სომეხი ეროვნების 20 270-მა ადამიანმა გადაკვეთა

კორნიძორში საკონტროლო გამშვები პუნქტი სომეხი ეროვნების 20 270-მა ადამიანმა გადაკვეთა, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

„ამ დროისთვის კორნიძორში საკონტროლო გამშვები პუნქტი 20 270-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა გადაკვეთა, მათგან 2 850 ადამიანი სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის თქმით, გორისში განთავსებულია 615 ადამიანი, სისიანში – 169, ტატევში – 171, ხოლო მთლიანობაში სიუნიქის რეგიონში 1 298 ადამიანია განთავსებული.