ფარელ უილიამსი ითხოვს, რომ მისი შემოქმედება დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მიზნებისთვის აღარ გამოიყენოს
ცნობილი ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი ფარელ უილიამსი ითხოვს, რომ მისი შემოქმედება დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მიზნებისთვის აღარ გამოიყენოს.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, საქმე ეხება სიმღერა Happy-ს, რომელიც 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე გაჟღერდა, პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში.
პიტსბურგში სინაგოგაზე თავდასხმის დროს 11 ადამიანი დაიღუპა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მომღერლებმა ტრამპს საკუთარი პროდუქციის გამოყენება აუკრძალეს, აქამდე მსგავსი თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს Aerosmith-ის სოლისტმა და პრინცის წარმომადგენლებმა მიმართეს.