ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალურ რეჟიმში აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალურ რეჟიმში აღდგა.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო აკრძალულია.
აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.