ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის განახლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი, შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.