საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია, კერძოდ კი, ძლიერი ქარი, ნამქერი და შეზღუდული ხილვადობა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.