ფარავანის უღელტეხილზე და ბორჯომი-ანდეზიტის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ დროისთვის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის (ფარავანის უღელტეხილი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ასევე ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ31 (ბორჯომი-ანდეზიტი) მონაკვეთზე და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.