ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.