ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა დღეს და ხვალ დაშვებული იქნება
ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა დღეს და ხვალ დაშვებული იქნება

ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა დღეს და ხვალ დაშვებული იქნება.

დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგამონაკლისო წესით, 27-28 აპრილს დაშვებული იქნება.

„27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა, მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.