ლიბერტადორესის თასის ახალი მფლობელი „რივერ პლეიტი“ შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავს და ამისთვის კოლუმბიის ნაკრებისა და „მონაკოს“ ფორვარდის რადამელ ფალკაოს დაბრუნება სურს.
ფალკაო სეზონის დასრულების შემდეგ „მონაკოს“ დატოვებას ისედაც აპირებდა. 32 წლის ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის უპირატესობას „რივერის“ ვარიანტს ანიჭებს.
არგენტინული კლუბის ღირსებას ფალკაო 2005-09 წლებში იცავდა, რის შემდეგაც, ევროპაში „პორტუს“, „ატლეტიკოს“, „მონაკოს“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ რიგებში ითამაშა.
წლევანდელ სეზონში ფალკაომ საფრანგეთის ლიგა 1-ში 14 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.