მიმდინარე წელს ფაჯრის პრესტიჟულ კინოფესტივალზე ექვს ქართულ ფილმს აჩვენებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ირანული ფესტივალის საერთაშორისო კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა კაიამირ მოჰსენინმა ქართული ფილმების ბოლოდროინდელი წარმატების გამო მიიღო.
მოჰსენინის განცხადებით, თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფში საინტერესო თემებია და ნიჭიერი შემოქმედებითი კოლექტივი მონაწილეობს.
გარდა ამისა, ქართული ფილმები სხვა ქვეყნების კინემატოგრაფისგან მკვეთრად განსხვავებული და თვითმყოფადია. მოჰსენინმა აღნიშნა, რომ გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმში „ხიბულა“ ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი მონაწილეობს, ფესტივალის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა.
კინოფორუმზე 6 ფილმს შორის 2017 წელს გამოსულ ხუთ, ხოლო 2016 წელს გამოსულ ერთ ფილმს წარმოადგენენ. ფაჯრის საერთაშორისო ფესტივალი თეირანში 19-დან 27 აპრილამდე ჩატარდება.