FAIReconomics - ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველაზე დიდი თანხის დონორია, თუ თანხას ერთ სულ მოსახლეზე გადავითვლით
FAIReconomics - ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველაზე დიდი თანხის დონორია, თუ თანხას ერთ სულ მოსახლეზე გადავითვლით

კორონავირუსთან საბრძოლველად მრავალმა ცნობილმა ფილანტროპმა ექვს და შვიდნიშნა დახმარების თანხა გამოყო, თუმცა მათ რიცხვში ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით გამორჩეულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი სახელი შედარებით უცნობია დანარჩენი მსოფლიოსათვის, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა FAIReconomics წერს. სტატიის თარგმანს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად, სახელმწიფოებს არასწორი იზოლაციონიზმის პოლიტიკა აქვთ და დამოუკიდებლად ცდილობენ პრობლემასთან გამკლავებას, ასევე იმას, რომ მთავრობებმა აკრძალეს გასაჭირში მყოფი სხვა ქვეყნებისათვის სამედიცინო მასალების გადაცემა. განსაკუთრებით კი, ევროკავშირს არ აქვს ამ თვალსაზრისით სახარბიელოდ საქმე. ამის პარალელურად, მსოფლიოში გამოჩნდა რამდენიმე მილიარდერი, ვინც ჩაერთო ვირუსთან ბრძოლაში და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტი დააფინანსა“, – წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი თანხის შემომწირველი, თუ თანხას ერთ სულ მოსახლეზე გადავითვლით. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, სიაში მოდიან ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, კომპანია Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა, Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი და კომპანია Dell Inc-ის მფლობელი მაიკლ დელი.

FAIReconomics-თან საუბარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი ათწლეული წლის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს თავისი ქველმოქმედებით.

„გარდა ამისა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურული იდენტობის დაცვის საქმეში. რა თქმა უნდა, არც „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა არ არის გამონაკლისი. საერთო საფრთხის წინაშე ბიძინა ივანიშვილმა კვლავ, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მხარდაჭერა მის თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს“, – აცხადებს გიორგი გახარია.