„ფაინენშელ თაიმსი“ - „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ევროკავშირს ვაქცინების ფასი გაუზარდეს
„ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ევროკავშირს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასი გაუზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კომპანია „ფაიზერის“ ერთი დოზა ვაქცინის ფასი ბრიუსელისთვის 15.5 ევროდან 19.5 ევრომდე გაიზარდა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, კომპანია „მოდერნას“ ერთი დოზა ვაქცინა ევროკავშირისთვის 25.5 დოლარი ეღირება. მანამდე იგივე ვაქცინა 22.6 დოლარი ღირდა.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ გარიგების პირობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოცდის მესამე ეტაპის შედეგების მიხედვით, ორივე კომპანიის ვაქცინებმა კორონავირუსულ ინფექციაზე უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე „ოქსფორდ/ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებმა.