„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-მა ჩინეთს სთხოვა, მოუწოდოს თეირანს, შეაკავოს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ მებრძოლები, რომლებიც თავს ესხმიან კომერციულ გემებს წითელ ზღვაში
აშშ-მა ჩინეთს სთხოვა, მოუწოდოს თეირანს, შეაკავოს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ მებრძოლები, რომლებიც თავს ესხმიან კომერციულ გემებს წითელ ზღვაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემასთან საუბარში აშშ-ის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პეკინისგან დახმარების მცირე ნიშნებია.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დააყენეს ეს საკითხი ჩინეთის მაღალჩინოსნებთან ბოლო სამი თვის განმავლობაში და სთხოვეს მათ, მოეწოდებინათ ირანისთვის, არ გაამწვავოს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.
24 იანვარს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ პეკინი მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა მხარესთან და აქტიურად მუშაობს წითელ ზღვაში დაძაბულობის შესამსუბუქებლად, თუმცა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ „ჰუტისებზე“ თავდასხმების კომენტირებისას სამინისტრომ მოუწოდა შესაბამის მხარეებს, თავი აარიდონ ვითარების გამწვავებას.