„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა უკვე დაადასტურა, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება.
ასევე, ანალოგიური შეტყობინება მიიღო ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-მაც. ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეეზღუდება.
ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გაზის კომპანიებთან ერთად უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული გზების მოსაძებნად.