„ფაინენშალ თაიმსი“ - საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება
ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების გამო, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.
როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების გაზრდა სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს სავარაუდოდ ივლისში ან აგვისტოში მოხდება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია შეცვალა, რათა ნავთობზე ფასების გაკონტროლება შეძლოს, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოების ფარგლებში.
როგორც გამოცემა წერს, ოფიციალურ განცხადებას ნავთობის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის „ოპეკის“ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს, რომელიც დღეს იმართება.