„ფაინენშალ თაიმსი“ - დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვი საავადმყოფოს მონაცემებზე ორჯერ მაღალია
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორჯერ მაღალი იყოს.
ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ეროვნული სტატისტიკის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელიც იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსს სულ 41 000 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 20 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს რიცხვი არ ითვალისწინებს გარდაცვალების იმ შემთხვევებს, რომლებიც საავადმყოფოების გარეთ მოხდა.