ფაბიო კაპელო - „რეალი“ ფიქრობდა, რომ რონალდოს გარეშეც ადვილი იქნებოდა გამარჯვებები
მადრიდის „რეალის“ და იტალიური „რომას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ რონალდოს გარეშე „რეალის“ თამაშის თაობაზე საკუთარი აზრი „რომას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამოთქვა.
„ახლა „რეალი“ ძალიან ცუდ ფორმაშია. ისინი ფიქრობნენ, რომ რონალდოს გაყიდვის მერეც ადვილი იქნებოდა გამარჯვებები, შედეგებიც იქნებოდა ძველებურად, მაგრამ ისინი შეცდნენ და ამის საფასურს ახლა იხდიან. მოწინააღმდეგეებს ეშინოდათ „რეალის“, ხოლო რონალდოს პარტნიორები თავს თავისუფლად გრძნობდნენ. მას შეეძლო მარტოს გადაეწყვიტა მატჩის ბედი“.
ფაბიო კაპელო რომაულ კლუბს 1999-2004 წლებში ხელმძღვანელობდა და იტალიური გუნდი ერთხელ იტალიის ჩემპიონი გახადა. იტალიელი მწვრთნელი რეალში 1996/1997 და 2006/2007 წლებში მუშაობდა და მისი მეთაურობით ორჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა.