ფაბიო კაპელო - ხუთი იტალიური გუნდის ევროტურნირების ნახევარფინალში გასვლით გაოცებული ვარ #1TVSPORT
ფაბიო კაპელო - ხუთი იტალიური გუნდის ევროტურნირების ნახევარფინალში გასვლით გაოცებული ვარ #1TVSPORT

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ევროტურნირების მიმდინარე სეზონში ნახევარფინალურ სტადიაზე ხუთი იტალიური გუნდის გასვლით გაოცებულია.

როგორც გამოცდილი სპეციალისტი აცხადებს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დროსაც იტალიელებს გაუმართლათ, რადგან ამ ქვეყნის სამივე წარმომადგენელი ბადის ერთ მხარეს მოხვდა და თავიანთი შანსები „მილანმა“ და „ინტერმა“ კარგად გამოიყენეს.

„ევროტურნირების ნახევარფინალში იტალიას ხუთი გუნდი წარმოადგენს, ამ ფაქტმა გამაოცა. მილანურმა გუნდებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. „მილანის“ მერვერდფინალურ სტადიაზეც კი არ მჯეროდა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, ხოლო „ინტერმა“ ასპარეზობას არამხოლოდ „ბენფიკა“ გამოთიშა, ასევე „ბარსელონას“ აჯობა.

ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფავორიტი „ინტერია“, რადგან უფრო ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა „მილანის“ მოთამაშეები კრეატიულები არიან, ლეაოს შეჩერება კი ერთ-ერთზე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა კაპელომ.

როგორც აღვნიშნეთ, იტალიიდან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „მილანი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. ევროპის ლიგაზე „რომა“ „ლევერკუზენს“ შეხვდება, ხოლო “იუვენტუსი“ – „სევილიას“. რაც შეეხება კონფერენს ლიგას, აქ იტალიას „ფიორენტინა“ წარმოადგენს, რომელსაც ფინალში გასასვლელად „ბაზელის“ ბარიერის დაძლევა მოუწევს.