ფაბიო კაპელო - „ნაპოლი“ ნელა თამაშობდა, ბელინგემი კი შეუჩერებელი იყო #1TVSPORT
ფაბიო კაპელო - „ნაპოლი“ ნელა თამაშობდა, ბელინგემი კი შეუჩერებელი იყო #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ Sky Sport-თან ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და მადრიდის „რეალს“ შეხვედრა შეაფასა, რომელიც სამეფო კლუბმა 3:2 მოიგო.

„მთავარი რაც შევნიშნე, ის იყო, რომ „ნაპოლი“ ნელა თამაშობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვინისიუსის გოლი ჯოვანი დი ლორენცოს შეცდომამ გამოიწვია. ბელინგემმა კი აჩვენა, რომ მაღალი კლასის მოთამაშეა, მას მოედნის შესანიშნავი ხედვა და ძლიერი დარტყმა აქვს.

იყო თუ არა ინგლისელი დღეს შეუჩერებელი? ის ყოველთვის ასეთია. მას აქვს დიდი ფეხბურთელის უნარები. ის თამაშს ისე ხედავს, როგორც მხოლოდ ერთეულებს ახასიათებთ. ბელინგემმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

პენალტის შემდეგ სულ სხვა „ნაპოლი“ ვიხილეთ, პენალტამდე გუნდი ცოტა შეშინებული თამაშობდა და შეტევაში წასვლას აყოვნებდა, ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი ტემპს მოუმატა. საბოლოოდ ყველაფერი „რეალის“ გოლმა გადაწყვიტა, რომელიც უიღბლობის შედეგი იყო“, – განაცხადა ფაბიო კაპელომ.