ფაბიო კაპელომ კვარაცხელიას წარმატება შეაფასა - დამსახურებულად აღიარეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად #1TVSPORT
ფაბიო კაპელომ კვარაცხელიას წარმატება შეაფასა - დამსახურებულად აღიარეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ სერია A-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებაზე კომენტარი გააკეთა და ქართველის აღიარებას დამსახურებული უწოდა.

იტალიის ლიგაში სადებიუტო სეზონში „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც ის გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

„ვეთანხმები არჩევანს. ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აბსოლუტურად დამსახურებულად არის აღიარებული“, – ციტირებს გამოცემა „ჩემპიონატი“ კაპელოს სიტყვებს.

საუკეთესო მოთამაშის შერჩევის რეიტინგი ეფუძნებოდა პროგრამა Stats Perform-ის ანალიზს, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია Hawk-Eye სისტემის მონაცემებზე.

რეიტინგის სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ თუ ტაქტიკურ მოქმედებებს, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს საშუალებას აძლევს ჟიურის, გააანალიზოს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა მოძრაობა ბურთის გარეშე, პოზიციონირება, წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში.