ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია 1TV.GE-ზე
როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა 28 იანვარს გაიმართება და გადაწყდება, რომელი ქვეყანა რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები.
2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე: 1tv.ge იქნება შესაძლებელი. კენჭისყრა 19:10 საათზე დაიწყება და მას ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს.
გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.