ევროვიზიის პირველი კონკურსის გამარჯვებული ლიზ ასია გარდაიცვალა
01:49, 25.03.2018
შვეიცარიაში ევროვიზიის პირველი კონკურსის გამარჯვებული ლიზ ასია (ნამდვილი სახელი როზა-მინაშერერი) გარდაიცვალა.
ლიზ ასია 94 წლის ასაკში ციურიხის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სიმღერით Refrain ლიზ ასიამ ევროვიზიის პირველი კონკურსი 1956 წელს მოიგო.
კონკურსის ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“ აღნიშნულია, რომ ევროვიზიის ოჯახი გარდაცვლილის ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
We’re very sad to hear that Lys Assia – the Grande Dame of #Eurovision – has passed away. Our very first winner in 1956 and a huge supporter of the Contest ever since. The whole Eurovision family sends our condolences to Lys’ loved ones. https://t.co/15OE4arVAo@LysAssiapic.twitter.com/mOjoLw4l9G