ევროვიზიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯონ ოლა სანდი შვედმა მარტინ ესტერდალმა შეცვალა
ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის აღმასრულებელ ხელმძღვანელად შვედი ტელეპროდიუსერი მარტინ ესტერდალი დაინიშნა. მისი დანიშვნის გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიის დირექტორმა, ჟან ფილიპ დე ტენდერმა, ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის მმართველ ჯგუფთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
მარტინ ესტერდალი ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის პროდიუსერი იყო 2013 და 2016 წლებში, როდესაც კონკურსი შვედეთში გაიმართა. 2012-2018 წლამდე ევროვიზიის მმართველთა ჯგუფის წევრიც იყო.
ესტერდალი ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯონ ოლა სანდს შეცვლის, რომელიც ამ კონკურსზე 10 წელი მუშაობდა.
მარტინ ესტერდალი მანამდე შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში პროგრამების დირექტორი იყო. ის არაერთ რეიტინგულ გადაცემას ხელმძღვანელობდა.