ევროვიზია 2024-ს 7, 9 და 13 მაისს მალმე უმასპინძლებს
ევროვიზია 2024-ს 7, 9 და 13 მაისს მალმე უმასპინძლებს

სიმღერის რიგით 68-ე კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რომელიც მესამედ მასპინძლობს ევროვიზიას.

შვედეთმა მასპინძლობის უფლება ევროვიზია 2023-ზე გამარჯვებით მოიპოვა, რომელსაც მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tatto წარადგენდა. ამით შვედეთი გამარჯვებების რაოდენობით ევროვიზიის რეკორდსმენი გახდა.

მალმემ ბოლოს ევროვიზიას 2013 წელს უმასპინძლა, პირველად კი – 1992 წელს.

ევროვიზია 2024 „მალმე არენაზე“ 7, 9 და 13 მაისს გაიმართება.