ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლივერპულში გაემგზავრა

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლივერპულში გაემგზავრა.

„მივემგზავრები ლივერპულში. ძალიან მიხარია, ვარ ამაღელვებელ განწყობაზე. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ, როდის დავინახავ ყველაფერს, შევხვდები მონაწილეებს. ველოდები პირველ რეპეტიციას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს შეკრულს დავინახავ სცენოგრაფიის მხრივ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო ფინალში გავიდეს. ყველანაირად ვეცდები, მაქსიმუმი დავდო სცენაზე და გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს, განსაკუთრებით, ემიგრანტების, რადგან საქართველოდან ხმის მიცემის საშუალება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ერთ ზარს მაინც გამომიშვებენ. ერთად გადავიყვანოთ საქართველო ფინალში“, – განაცხადა ირუ ხეჩანოვმა.

ირუ ხეჩანოვი პირველ რეპეტიციას 2 მაისს გაივლის. 11 მაისს ის ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. 13 მაისს გაიმართება ევროვიზია 2023-ის ფინალი, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.