ევროვიზია 2022-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
ევროვიზია 2022-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ ტურინში დღეს გაიმართა.

ჯგუფი Circus Mircus ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეხუთე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Lock Me In შეასრულა.

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში ათი ქვეყნის მონაწილე გადავიდა. მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში ათი მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ფინეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, პოლონეთი, რუმინეთი, ბელგია და შვედეთი.

პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან გადაიცემოდა.

ევროვიზიის ფინალი 14 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.