ევროვიზია 2021-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება
11:39, 18.05.2021
ნიდერლანდებში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი იწყება.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართება, სადაც 16 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.
პირველ ნახევარფინალში შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: ლიეტუვა, სლოვენია, რუსეთი, შვედეთი, ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ირლანდია, კვიპროსი, ნორვეგია, ხორვატია, ბელგია, ისრაელი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მალტა.
პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.
წელს ევროფესტივალზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს იმღერებს. თორნიკე ყიფიანი შეასრულებს სიმღერას – „You“.